ჩვენს შესახებ

მადლობას მოგახსენებთ იურიდიული საკონსულტაციო ფირმა ,,Black Sea Law Group’’-ის გვერდზე შემობრძანებისათვის. ჩვენ მზად ვართ გავხდეთ თქვენი სამართლებრივი მრჩეველი, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე!

ჩვენი კომპანია დაარსების დღიდან კლიენტებს სთავაზობს მომსახურების სრულ სპექტრს, რომელიც მოიცავს როგორც ზეპირ, ასევე წერილობით კონსულტაციებს, დოკუმენტების დამუშავებას, რეკომენდაციებისა და სამართლებრივი დასკვნების მომზადებას საქართველოს და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, წარმომადგენლობას სასამართლოში, მედიაციაში, არბიტრაჟში, სახელმწიფო ორგანოებისა და მესამე პირთა წინაშე როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

ჩვენი პარტნიორები მოიცავენ იურიდიული მომსახურების ყველა ძირითად მიმართულებას სამართლის შემდეგ დარგებში:

  • ბიზნეს სამართალი

  • ინტელექტუალური საკუთრების სამართალი

  • სამოქალაქო სამართალი

  • სამეწარმეო სამართალი

  • სადაზღვევო სამართალი

  • შრომის სამართალი

  • სამშენებლო სამართალი

  • საკუთრების სამართალი

  • საოჯახო სამართალი

  • მემკვიდრეობითი სამართალი

  • ადმინისტრაციული სამართალი

  • საგადასახადო სამართალი

  • საბაჟო სამართალი

  • სპორტის სამართალი

  • სამართალდარღვევები

ჩვენი იურისტები

ბეჯან ნემსაძე

ბეჟან ნემსაძე არის იურიდიული საკონსულტაციო კომპანია ,,Black Sea Law Group’’-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. სწავლობდა თავისუფალ უნივერსიტეტში, ფლობს მაგისტრის ხარისხს ბიზნეს სამართალში. 2020 წელი მართლმსაჯულების სკოლა თემიდას დამფუძნებელი, აკადემიური პროგრამების ხელმძღვანელი; 2019 – 2020 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში სხდომის მდივნად; 2015 – 2019 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნად; 2014 – 2015 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო/ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სტაჟიორი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

გიორგი ჩერქეზია

გიორგი ჩერქეზია არის იურიდიული საკონსულტაციო ფირმა „Black Sea Law Group”-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. ჰარვარდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საავტორო სამართლის პროგრამის სერტიფიცირებული მონაწილე. 2019 წელი სამშენებლო კომპანია RECRD-ის - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი 2018- 2019 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იურიდიული სამმართველოს იურისტად; 2018 – 2019 წლებში მუშაობდა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სტრატეგიული დაგეგმვისა და მონიტორინგის სამმართველოს სპეციალისტად; 2017-2018 წლებში მუშაობდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობების და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის სპეციალისტად; 2015-2016 წლებში იყო სს „თელასის“ იურიდიული დეპარტამენტის სტაჟიორი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.