საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია ,,Black Sea Law Group”-სა და უკრაინულ იურიდიულ კომპანია „Kotova & Partners“-ს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას უკრაინის ისეთ მსხვილ ქალაქებში, როგორიცაა: კიევი, ოდესა და ნიკოლაევი. საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია ,,Black Sea Law Group''-ისა და უკრაინული იურიდიული კომპანიის „Kotova & Partners“-ის თანამშრომლობით შესაძლებლობა გეძლევათ მიიღოთ კვალიფიციური იურიდიული მომსახურება კიევში, ოდესაში და ნიკოლაევში შემდეგი მიმართულებებით: საიმიგრაციო სამართალი, ბიზნეს სამართალი, შრომის სამართალი, IT სამართალი და ინტელექტუალური სამართალი.